• Ƀ/$

კიბოს უჯრედების განადგურება შესაძლებელი ხდება

14 ივნისი 15:08 | ტექნოლოგიები

არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ლაზერი ZAPS, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს კანის გავლით.

ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელის, ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით, იდეა მდგომარეობს კიბოს უჯრედების მოკვლაში, სანამ ის მეტასტაზირებას დაიწყებს.


ლაზერული სხივების ზემოქმედებით, ორგანიზმში დაავადებული უჯრედები გაცილებით უფრო აქტიურები ხდებიან, ვიდრე ჯანმრთელი ნაწილები. სითბური ეფექტი დაზიანებული უჯრედების გაფართოებას იწვევს, შემდეგ კი შლის მათ.


ვლადიმერ ჟაროვის განცხადებით ერთ-ერთ პაციენტში სიმსივნის უჯრედების 96% განადგურდა. ამავდროულად, ლაზერი არ მუშაობდა სრული დატვირთვით.


ZAPS აქვს კიდევ ერთი უპირატესობა. მას შეუძლია 1 სთ-ში 1ლ სისხლის სკანირება გააკეთოს, რაც გაცილებით დიდი სიჩქარეა, ვიდრე სხვა ანალოგურ მოწყობილობებს აქვთ.


მსგავს თემაზე:

ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი 14 მილიონი კაცი ავადდება და 8 200 000 კვდება!


„თხევადი ბიოპსია“ – დიდი ნახტომი კიბოს დიაგნოსტიკაში



სხვა სიახლეები