• Ƀ/$

სასამართლომ მწარმოებლებს მამრობითი სქესის წიწილების დახოცვის უფლება მისცა

14 ივნისი 17:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფრინველის ხორცისა და კვერცხის მწარმოებლებს არასასურველი მამრობითი სქესის წიწილების დახოცვა შეუძლიათ.

გერმანიის ფედერაციის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიებს ამ უფლებას აძლევს დროებით, ვიდრე ალტერნატიული გამოსავალი არ მოიძებნება.


სქესის მიხედვით ქათმის მასობრივი შერჩევა სოფლის მეურნეობაში მიღებული პრაქტიკაა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


მას შემდეგ, რაც სქესის მიხედვით ხდება გადარჩევა, წიწილებს გამოჩეკვიდან მალევე, როგორც წესი, გაზით წამლავენ.


დარგის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ გზით გერმანიაში  ყოველწლიურად დაახლოებით 45 მლნ მამრობითი წიწილა იხოცება.


მსგავს თემაზე:

გერმანიაში SWIFT–ის ალტერნატივის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ



სხვა სიახლეები