• Ƀ/$

ელექტროავტობუსების რაოდენობით ჩინეთი აშშ-ს 1400-ჯერ ჯობნის

15 ივნისი 15:45 | ტექნოლოგიები

ჩინეთს შეერთებულ შტატებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა მთელ რიგ საკითხებში უკვე სჯობნის. პეკინი ძალებს არ იშურებს, რომ რაც შეიძლება მალე #1 ზესახელმწიფო გახდეს.

ელექტრო ტრანსპორტი ის სფეროა, სადაც ჩინეთს ლიდერობაში მოცილე არ ჰყავს, რაც არ უნდა ვთქვას Tesla-ს ხარისხზე და ინოვაციურობაზე. 2019 წლი 1-ლი იანვრისთვის ჩინეთის გზებზე 2.24 მლნ მსუბუქი ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, აშშ-ში კი მისი ნახერვარი 1.12 მლნ, თუმცა ეს სხვაობა არაფერია ელექტრო ავტობუსების თანაფარდობასთან შედარებით. ამჟამად აშშ-ში ელექტროავტობუსების რაოდენობა 300 ერთეულს არ აღემატება, ჩინეთში კი ეს რიცხვი 421 000-ს აღწევს, ანუ 1400-ჯერ მეტს.


მსგავსი კოლოსალური სხვაობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება:


1)       ავტომობილთა საერთო რაოდენობით 3300 მლნ-იანი აშშ ჯერ კიდევ უსწრებს 1.42 მლრდ-იან ჩინეთს. ამერიკული ავტოპარკი 270 მლნ ავტომობილს ითვლი, ჩინური - 240 მლნს. ყოველ 1000 კაცზე აშშ-ში 812, ჩინეთში კი 173 ავტომობილი მოდის, შესაბამისად შიდასაქალაქო მოძარაობისას ამერიკელები მუნიციპალურ ტრანსპორტს საკუთარ ავტომობილს ამბჯობინებენ.


2)       40 წლიანი საოცარი ტრანსფორმაციის მიუხედავად ჩინეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლებითაც კი ამერიკულს 3.6-ჯერ ჩამორჩება, რის გამოც ქვეყნის შიგნით შორ მანძილზე ჩინელები როგორც წესი ავტობუსით მგზავრობენ, ამერიკელები თვითმფრინავით. 2017 წელს აშშ-ში საჰაერო მგზავრთნაკადმა 850 მლნ შეადგინა, ჩინეთში - 550 მლნ.


3)       ჩინეთი ელექტრო ტრანსპორტის უმთავრესი ნაწილის - ბატარეების წარმოებალი ლიდერობს და მსოფლიოში 80%-ზე მაღალი წილი უკავია, რაც ამ ქვეყანაში ელექტრომობილებს აიაფებს.


4)       ჩინეთში მკაცრი, ცენტრალიზებული მმართველობაა და რაც ქვეყნის ლიდერს სურს ის აუცილებლად კეთდება. პრეზიდენტ სი ძინ პინის პრიორიტეტებში კი ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება ნამდვილად შედის, რის გამოც სუბსიდიებისა და რეგულაციების რაოდენობა აშშ-ის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.


გასათვალიწინებელია ისიც, რომ ასეთი დიდი უპირატესობა ჩინეთს მხოლოდ აშშ-ისთან არ აქვს, მსოფლიოში სულ 425 000 ელექტროავტობუსია და მათგან 421 000 ჩინეთშია, რაც წითელ დრაკონს 99%-იან უპირატესობას აძლევს. შენჯენი უკვე გახდა პირველი მეგაპოლისი, სადაც მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ.


შემდგომ ათწლეულებში ჩინეთის 99%-იანი დომინანტობა წარსულს ჩაბარდება, მაგრამ 2040 წლისთვის 60%-იანი წილით ის კვლავ შეინარჩუნებს პირველ ადგილს.


თბილისში ელექტროავტობუსების გამოჩენა 2020 წლიდანაა დაგეგმილი.


მსგავს თემაზე:

თბილისის მერია 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შეიძენს


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ


როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?



სხვა სიახლეები