• Ƀ/$

Downtown - ბათუმში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

15 ივნისი 17:04 | კომპანიები

ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო ,,დაუნთაუნი“ გაიხსნა. სასტუმროში, რომელიც ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის 18 ნომერში მდებარეობს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი 22 ნომერია განთავსებული.

სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ბათუმის უმშვენიერესი ხედები სძენს.


,,ჩვენი სასტუმრო ძველ ბათუმში ისტორიულს ზონაში ზღვასთან ახლოს მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია სიმყუდროვით, ვისთვისაც კომფორტი და უმაღლესი ხარისხი ცხოვრების წესია შეუძლია ჩვენს სასტუმროზე გააკეთოს არჩევანი. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ბათუმის უმშვენიერესი ხედები სძენს. ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის", - აღნიშნეს სასტუმროს ადმინისტრაციაში. 








 


სხვა სიახლეები