• Ƀ/$

ნავთობი კვირას ზრდით იწყებს

17 ივნისი 10:11 | ეკონომიკა

ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, რასაც OPEC+ ფორმატის წევრების მიერ ნავთობმოპოვების შეზღუდვის წლის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი განაპირობებს.

ამ ფაქტორის გარდა ნავთობის ფასს ზრდისკენ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციაც უბიძგებს, განსაკუთრებით გასულ კვირაში ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმის ფაქტი. აღნიშნულ ინციდენტში ვაშინგტონმა ირანი პირდაპირ დაადანაშაულა.


Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დილიდან 0,23%–ით გაძვირდა და ბარელი $62,15 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ივლისში მიწოდების პირობით, 0,11%–ით არის გაზრდილი და ბარელი $52,57–ად ივაჭრება.


სხვა სიახლეები