• Ƀ/$

საშუალო ხელფასი 1093 ლარამდე გაიზარდა

17 ივნისი 11:30 | ეკონომიკა

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.


საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:


• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი);


• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი);


• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).


2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.



ყველა ზემოთნახსენები რიცხვი ასახავს დარიცხულ ხელფასს, რომელსაც საპენსიო დანაზოგში გადარიცხული თანხა და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 856.7 ლარამდე მცირდება. 


მსგავს თემაზე:

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარამდე გაიზრდება


ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები