• Ƀ/$

ლუკ კოფი : საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე უნდა შემცირდეს

17 ივნისი 15:02 | ეკონომიკა

კონფერენციის „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ მონაწილე უცხოელი ანალიტიკოსები საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებასა და ქვეყანაში ყალბი ნიუსების გავრცელებით შექმნილ საფრთხეებზე საუბრობენ.

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი ბრაიან ვიტმორი საქართველოში რუსული ინვესტიციების შემცირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.


"დასავლეთმა იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს და რუსეთის ზეგავლენა შეამციროს, უნდა მიიღოს ისეთი სანქციები, რომელიც შეამცირებს რუსეთის საქართველოში ინტერვენციას. ვფიქორბ,ჩვენ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის კაპიტალი და ის საფრთხე რაც მოდის რუსეთიდან წინაწარ ვიცოდეთ,ვიცოდეთ ის თუ როგორ შევამციროთ მათი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებსში, რისკები რომელსაც ვიღებთ რუსეთისგან მაქიმუმადე იყოს დაყვანილი", - აცხადებს ბრაიან ვიტმორი. 


რუსული სამსახურების მიერ ყალბი ნიუსების გავრცელებასა და საქართველოს მთავრობის მხიდან რეაგირების საჭიროებას აღნიშნავს ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი ლუკ კოფი.


"რუსეთი მაღალ დონეზე ცდილობს დაიცვას თავი, ეს კი ინტერნეტის და Faceebok-ის საშუალებით მარტივია. ადრე ამაში ფულს იხდიდნენ ახლა კი უფრო მარტივად და იაფად ავრცელებენ fake news-ებს. ქართველი მთავრობა დგას გამოწვევის წინაშე,რომ ხალხს მიაწოდს ინფრომაცია, რათა არ დაუჯეროს რუსების მიერ გავრცელებულ fake newse-ებს. საქართველოს მთავრობამ უნდა აგრძნობინოს რუსებს,რომ მოსახლეობამ ბევრი იცის და ისინი ვერ მოიქცევიან მათის გავლენის ქვეშ ასე მარტივად",- აცხადებს ლუკ კოფიმ.


ის ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ კავშირზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს.


"რა თქმა უნდა,ეკონიმური კუთით რუსეთი და საქართველოს ყოველთვის იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველო გამოეყო რუსეთს, არ მოექცე მისი გავლენის ქვეშ. ახორციელებს ექპორტს და ერთიანადება ისეთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიც არის „თავისუფალი ვაჭრობა“. საქართველოს ეკონომიკური  დამოკიდემულება რუსეთზე,უნდა შეამციროს მთავრობამ, მათ უნდა ჰქონდეთ ამისთვის კარგი გეგმა და ისინი ყველაფერს უნდა ელოდნენ რუსეთისგან", - აცხადებს სააგენტო "პირველთან" ლუკ კოფი.


საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომლის მთავარი თემაა „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“.
კონფერენციას 20-ზე მეტი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციების პოლიტიკოსები, მკვლევარები და ანალიტიკოსები ესწრებიან.


კონფერენციის მიზანია პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგიისა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების დაბრუნებისკენ სწრაფვის შესახებ მსჯელობა.


მსგავს თემაზე:

კონფერენცია „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ დაიწყო


ნათია კალაძე: გვინდა გავხსნათ ფართო დისკუსია, რომ კარგად გავიაზროთ ის საფრთხეები, რომელიც მტერი სახელმწიფოსგან გვაქვს



სხვა სიახლეები