• Ƀ/$

24 საათიანი გათიშვის შემდეგ სამხრეთ ამერიკის 40 მლნ აბონენტს ელექტრომომარაგება აღუდგა

17 ივნისი 15:13 | ეკონომიკა

სამხრეთ ამერიკამ ბოლო პერიოდის ერთერთი ყველაზე მასშტაბური ენერგოავარია გადაიტანა. 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ურუგვაისა და არგენტინაში 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

მაღალი ძაბვის ხაზზე ავარია შაბათს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაფიქსირდა. მოსახლეობის გარდა პრობლემები შეექმნა მეტროს, ტრამვაის, საავადმყოფოებსა და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს.


ამ დროისათვის ელექტრომამარაგება ორივე ქვეყანაში თითქმის სრულადაა აღდგენილი და მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა.


არგენტინის ელექტროენერგიის მოხმარება 150 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, რომლის 22% განახლებადი წყაროებისგანაა მიღებული, ძირითადად ჰიდრო, ურუგვაი კი 13 მლრდ კვტ/სთ-ს მოიხმარს, აქედან 96%-ზე მეტი განახლებადი წყაროებისგანაა მიღებული, ამ შემთხვევაშიც ძირითადი დატვირთვა ჰიდრო რესურსზე მოდის.


მსგავს თემაზე:

კახეთში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები