• Ƀ/$

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

17 ივნისი 16:23 | ეკონომიკა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. 

დაინტერესებულ კომაპნიებს წინადადებების წარმოდგენა 1-ლი აგვისტოს 16:00 სთ-მდე შეუძლიათ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.


შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის,  14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა.


რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.


მსგავს თემაზე:

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


ახალციხიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება


რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო


კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს



სხვა სიახლეები