• Ƀ/$

აზერბაიჯანულმა გაზმა ევროპის საზღვრამდე მიაღწია

17 ივნისი 17:41 | ეკონომიკა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული ბუნებრივი აირის საბადო „შაჰ-დენიზიდან“ წამოსული გაზი, რომელიც ტრანს-ანატოლიური მილსადენით (TANAP) უნდა მიეწოდოს ევროპას, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე მივიდა.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „სოკარის“ მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში.


აზერბაიჯანში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის მარაგი 1.2 ტრლნ კუბურ მეტრს აღწევს. თურქეთმა და აზერბაიჯანმა გაზით ვაჭრობის ხელშეკრულებას 2001 წელს მოაწერეს ხელი და მასში საქართველოც ჩაერთო. გაზსადენის პირველი ფაზა ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მეორე ეტაპით კი, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპამდე მიყვანას ითვალისწინებს მილსადენის გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბური მეტრით 25 მლრდ მეტრ კუბამდე იზრდება, მისი მშენებლობა უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში საქართველოში $2 მლრდ-ს ინვესტიცია ჩაიდო. გარდა ინვესტიციებისა საქართველოსთვის იზრდება ტრანზიტული იაფი გაზის მოცულობაც.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანი „შაჰდენიზ-2“-ის ექსპლუატაციას იწყებს


სამხრეთის დერეფნის მეშვეობით საქართველო 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს



სხვა სიახლეები