• Ƀ/$

ბიტკოინის ფასი $9000-ს გადასცდა

17 ივნისი 18:33 | კრიპტოეკონომიკა

ციფრული ვალუტების ფასი ნელა მაგრამ ინტენსიურად იზრდება. ბიტკოინის ფასი $9000-ს გადასცდა, რაც პირველი შემთხვევაა 2018 წლის მაისის შემდეგ.

#1 კრიპტოვალუტა ბოლო 24 საათში 1.7%-ით, ბოლო 1 კვირაში 18%-ით გამყარდა. მისი ღირებულება ამჟამად $9265-ს შეადგენს, კაპიტალიზაცია $165 მლრდ-ს, მთლიან კრიპტობაზარზე კი 57%-იანი წილი უკავია.


ეთერიუმი ბოლო 7 დღეში 13%-ით გამყარდა და ახლა მისი ღირებულება $272-ს შეადგენს. 9%-იანი გამყარების შემდეგ რიპლის ფასი 43 ცენტი გახდა. 12-12 პროცენტით გაიზარდა ლაითკოინისა და ბიტკოინ ქეშის ღირებულება.


იმ კრიპტოვალუტების რაოდენობა რომელთა კაპიტალიზაცია $1 მლრდ-ს აჭარბებს 17-მდეა გაზრდილი, როცა კრიზისის დროს 8-მდე იყო შემცირებული, თუმცა გასული წლის იანვარში 42-ს შეადგენდა.


სხვა სიახლეები