• Ƀ/$

ნათია თურნავა: „ამერიკული ბიზნესებისთვის საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

17 ივნისი 19:10 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-სთან  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესებისთვის საქართველო განიხილება როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.


„მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის - საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა -პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში



სხვა სიახლეები