• Ƀ/$

ტრამპის განცხადებამ ამერიკული ნავთობი 4%–ით გააძვირა

19 ივნისი 09:34 | ეკონომიკა

ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი 4%–ით ავარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან სი ცზინპინთან ტოკიოში, G20-ის ფარგლებში, გაფართოებული შეხვედრის მზადების შესახებ განცხადება გააკეთა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი იაპონიაში მომავალ კვირაში გაიმართება.


აშშ–ჩინეთს შორის ურთიერთობების დათბობის მოლოდინმა საფონდო ბაზრები გაზარდა და საწვავზე მოთხოვნის მოცულობასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები გაანეიტრალა, წერს MarketWatch.


18 ივნისის სავაჭრო სესიის დახურვისას Brent-ის მარკის ნავთობი 2,54%–ით გაძვირდა და ბარელზე $62,49 შეადგინა. ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი კი 3,91%–ით გაიზარდა და ბარელმა $53,96–ს მიაღწია.


სხვა სიახლეები