• Ƀ/$

5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა

19 ივნისი 11:41 | ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში $4.959 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით $1.467 მლრდ-მდე, ხოლო წმინდა ექსპორტი 4.7%-ით $939 მლნ-მდე გაიზარდა, 3.6%-ით $3.493 მლრდ-მდე შემცირდა. შესაბამისად $330 მლნ-ით, $2.025 მლრდ-მდე შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც და მან ბრუნვის -40.9% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 6 წელიწადში. 2016 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მთლიანი ბრუნვის -54.6%-ს შეადგენდა.



2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4 პროცენტი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია.


27.9%-იანი ზრდის შემდეგ $219 მლნ-ით რუსეთი #1 საექსპორტო ქვეყანაა, მეორე ადგილს $169 მლნ-ით აზებაიჯანი იკავებს, სამეულს კი $119 მლნ-ით ბულგარეთი ასრულებს.


$596 მლნ-ით თურქეთი კვლავ რჩება #1 იმპორტიორად, მეეორე ადგილზე რუსეთია $350 მლნ-ით, ხოლო მესამეზე ჩინეთი $349 მლნ-ით.


საექსპორტო საქონელში სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობები დომინირებს, იმპორტირებულში - ნავთობი, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძის მადნები.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები