• Ƀ/$

ნათია თურნავა : მიკრო და მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის სიახლეებს დავნერგავთ

19 ივნისი 12:54 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და სასუალო ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლლების დანერგვა დააანონსა.

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას“,- განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ნათია თურნავამ.


მისი თქმით, პროგრამა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.


„აღნიშნული პროგრამა მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ ვფიქრობთ მასში გარკვეული სიახლის შეტანას.გვინდა, შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ პირველადი საქმიანობის დაფინანსება, არამედ უკვე არსებული ბიზნესებისგაფართოების ხელშეწყობა. გარდა ამისა, შევთავაზებთ ძალიან მნიშვნელოვან ტრენინგებს, რათა ცოდნა შეიძინონ. შეიძლებავიღაცას თანხა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად დასჭირდება სათანადო ცოდნა, რომ თანხა კაპიტალად აქციოს და შემდეგშემოსავალიც მიიღოს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

მცირე და საშუალო მაღაზიების ასოციაციის წევრთა რაოდენობა უკვე სამასს აღწევს


საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში EBRD-ს როლი პოზიტიურად შეფასდა


ნათია თურნავა -პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში



სხვა სიახლეები