• Ƀ/$

სომხეთის ხელისუფლება გიუმრისა და სისიანში საბაჟო სადგურების აშენებას გეგმავს

19 ივნისი 18:20 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქალაქ გიუმრიში ფართო ფუნქციების მქონე საბაჟო სადგური აშენდება. „ჩვენ ამას შიდაეკონომიკური საქმიანობის ცენტრს ვუწოდებთ“ - პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ფაშინიანის თქმით, ანალოგიური სადგურის აშენება ქალაქ სისიანშიც იგეგმება.


„ეს იდეა იმას უკავშირდება, რომ აღნიშნული პუნქტები მაგისტრალ „სამხრეთი-ჩრდილოეთის“ პარალელურად უნდა განთავსდეს. პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია და მისი დასრულება რაც შეიძლება მალე იგეგმება“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


სხვა სიახლეები