• Ƀ/$

ინფრასტრუქტურის ხარჯი 150 მლნ-ითაა გაზრდილი

19 ივნისი 18:58 | ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით წელს ათვისებული თანხის მოცულობამ 0.5 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 150 მლნ-ით აღემატება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას აღნიშნა პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.


,,მინდა ცალკე გამოვყო ის პროექტები, რომლებსაც არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით, მათ შორის, ჩვენი სამინისტროდან გასული თანხებით, ადგილობრივი თვითმმართველობებიც ასრულებენ. ეს არის ის დამატებითი თანხები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში აისახება. ეს არის დაახლოებით 500 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხორციელდება უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით,  დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებულია  85 მილიონი ლარის სამუშაოები და უკვე დასრულებულია პროექტების ნაწილი. ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების პროექტები, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის - დაწყებული საერთაშორისო მაგისტრალებიდან სოფლის გზებამდე, ისე წყალმომარაგების სისტემისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული პროექტები.


მსგავს თემაზე:

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო


რეგიონებში წლის ბოლომდე 564 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება


რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო


ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა


ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია



სხვა სიახლეები