• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე: დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში

20 ივნისი 11:11 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ინვესტიციის მოზიდვაზე ისაუბრა.

"ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალურიპლატფორმა ამ მიზნის მიღწევისთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.


„ჩვენ შევეცადეთ, საუკეთესო საერთაშორისოგამოცდილება მოგვერგო ჩვენი რეალობისთვის, იმმთავარი მიზნების მიღწევისთვის, რაც ჩვენიეკონომიკის წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს არის სიღარიბის დაძლევა და მეტი ინკლუზიური ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი საშუალებასმოგვცემს, საქართველოში მოვიზიდოთ მეტიპირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ მეტისამუშაო ადგილები და საქართველო გავხადოთუფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. ამავე დროს, ჩემთვის, როგორც მთავრობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია, დარწმუნებული ვიყოთ ნებისმიერი პროცესის გამჭვირვალობაში და იმაში, რომ გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტიყველაზე მაღალი და ეფექტურია. ამთვალსაზრისითაც, საჯარო და კერძო სექტორისთანამშრომლობის ფორმატი უნიკალურია, ვინაიდან მოცემული ინდიკატორები დაპარამეტრები, ძალიან ამბიციურია და შეესაბამებასაუკეთესო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისგამოცდილებას“, - განცახადა პრემიერ-მინისტრმა.


მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ამ რეფორმისთვის გადადგა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმ რეფორმათაშორის, რომელსაც ჩემი მთავრობა ახორციელებს. მსურს, კერძო სექტორს მოვუწოდო მეტიაქტიურობისკენ, რათა კარგად შეისწავლონ ისპრინციპები, რომლითაც ეს სააგენტო იმოქმედებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთამხარდაჭერის გარეშე, გაგვიჭირდებოდა ასეთმოკლე ვადებში სააგენტოს, ახალი სამართლებრივიჩარჩოს შექმნა და იმ საერთო პრიორიტეტებისდასახვა, რომელიც დაგვეხმარება ყველაზემნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში, როგორიც არის სიღარიბე და მეტი ინკლუზიურიზრდის მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერმა.


საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.


კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.


კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოსმთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) დაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისხელშეწყობით.


ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-ქაიალარმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ.


მსგავს თემაზე:

adb-ს პრეზიდენტმა და მამუკა ბახტაძემ რეფორმები და მიმდინარე პროექტები განიხილეს


მამუკა ბახტაძე - სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული



სხვა სიახლეები