• Ƀ/$

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.1%-ით გაიზარდა

20 ივნისი 11:33 | ეკონომიკა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 4.1 პროცენტით გაიზარდა. 

წინა თვესთან შედარებით ფასები 12.0 პროცენტით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -1.43 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.


ფასების 0.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.51 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (5.1 პროცენტი).


12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.02 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (22.3 პროცენტი);


სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა;


ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი კლება, რამაც -1.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა


5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები