• Ƀ/$

ქვეყნები CO2-ს ემისიის მიხედვით - რომელი სახელმწიფო აბინძურებს ყველაზე მეტად ატმოსფეროს?

22 ივნისი 12:24 | ანალიტიკა

დედამიწის მოსახლეობა ყოველწლიურად 37 მლრდ ტონა ნახშირორჟანგს უშვებს ატმოსფეროში. ისევე როგორც მოსხლეობის სიმჭიდროვე, ან შემოსავალი სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ CO2-ის ემისია ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებულია. 

ნახშირორჟანგით გარემოს ყველაზე მეტად ჩინეთი აბინძურებს, რომელიც წელიწადში 10.9 მლრდ ტონა C02-ს უშვებს, რაც საერთო დაბინძურების 29.5%-ს შეადგენს. ჩინეთის მიერ გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის მოცულობა ბოლო 30 წელიწადში თითქმის 400%-ით გაიზარდა და აშშ-ის მაჩვენებელს 2-ჯერ გადაასწრო. იმავე პერიოდში მთელ მსოფლიოში ბევრად უფრო ნაკლები 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


თუ ბოლო პერიოდის მსოფლიო და ეკონომიკურ ზრას შევადარებთ ერთმანეთს ყველაფერი ნათელი გახდება. ბოლო 30 წელიწადში ჩინეთის რელური ეკონომიკა 13-ჯერ, მსოფლიოს მშპ კი მხოლოდ 2.5-ჯერ გაიზარდა.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთი არის როგორც ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, ასევე ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ თანხებს დებს ეკოლოგიაში. ჩინეთი პირველია ელექტრომობილების რაოდენობით რომელიც ბაზრის წილის 40%-ს ფლობს, ელექტროავტობუსებზე კი 99%-იანი წლი უკავია. ის ასევე პირველია მზისგან და ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობით.


ჩინეთის შემდეგ 5.1 მლრდ ტონით მეორე ადგილს აშშ იკავებს, ეს რაოდენობა დაახლოებით იგირვეა რაც 1990 წელს და 800 მლნ-ით ნაკლები ვიდრე 2005 წელს. უკანასკნელი კლების მიზეზი წარმოების ვარდნა არ გამხდარა, უბრალოდ გაიაზარდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის როლი.


50-იან წლებში აშშ-ის წილი CO2-ის გლობალური ემისიაში 60%-ს აჭარბებდა, ახლა კი 15%-ს ქვემოთაა ჩამოსული.



სამეულს 2.4 მლრდ ტონით ინდოეთი ასრულებს, რომლის რაოდენობაც ასევ გაოთხმაგებულია ბოლო 30 წელიწადში.


რუსეთი საბჭოთა კავშირის დროს მე-2 ადგილს იკავებდა, მაგრამ ახლა 1.7 მლრდ ტონით მე-4 ადგილზეა.


მილიარდ ტონაზე მეტ ნახშირორჟანგს, კერძოდ კი 1.3 მლრდ ტონას კიდევ 1 სახელმწიფო - იაპონია გამოჰყოფს.


ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ 800 მლნ ტონა CO2-ს გერმანია აფრქვევს, რაც ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯამურ მაჩვენებელს 80 მლნ ტონით აღემატება.


საქართველოს ადგილი ამ სიაში მეორე ასეულში 12 მლნ ტონით მისი წილი გლობალური ემისიის 0.03%-ს არ აღემატება.  


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?


ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილმა ახალი რეკორდი მოხსნა



სხვა სიახლეები