• Ƀ/$

პუტინმა რუსულ კომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა

21 ივნისი 22:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაცაიას რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" კრემლის საიტზე დაყრდნობის ავრცელებს.


პუტნის  განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა.


რუსეთიდან საქართველოში დღე–ღამეში 20–ზე მეტი ავიარეისი სრულდება.


სხვა სიახლეები