• Ƀ/$

Red Wings საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვას წყვეტს

22 ივნისი 00:31 | ეკონომიკა

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვას წყვეტს. ამის შესახებ რუსული მედია ავიაკომპანიის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით წერს.

„ავიაკომპანია Red Wings მოსკოვი–ბათუმი–მოსკოვის მიმართულებით ბილეთების გაყიდვას 2019 წლი 8 ივლისს წყვეტს“, – აცხადებენ კომპანიაში.


კომპანია ბათუმში კვირაში სამ რეისს ასრულებს.


თავის მხრივ, "ურალის ავიახაზებში" აცხადებენ, რომ საქართველოში ფრენების აკრძალვით დიდ ზარალს ნახავენ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ საქართველოში ფრენებს მოსკოვიდან, სანკტ–პეტერბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.


პუტინის ტურისტული ემბარგო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.


ამის შესახებ ინფორმაცაიას რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" კრემლის საიტზე დაყრდნობის ავრცელებს.


პუტნის განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა.


ემბარგოს გაუქმების პირობა


საქართველოში რუსეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების პირობად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება დაასახელა.


"საქართველოში ვითარება უნდა ნორმალიზდეს და უნდა აღმოიფხვრას ყველა საფრთხე, რომელიც კი შეიძლება შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს", – განაცხადა პესკოვმა.


პროტესტი თბილისში


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.


გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.


პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა და რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო 20 ივნისს საღამოს დატოვა.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვდა. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.


ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.


21 ივნისს „ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობდა დატოვა.


ამ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. მანამდე კი სპიკერის მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.


სხვა სიახლეები