• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე კიევი-თბილისის 10 ჩარტერულ რეისს დააფინანსებს

22 ივნისი 21:20 | ეკონომიკა

რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვას მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით პასუხობს და მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს.

"მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!" - წერს მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.


მსგავს თემაზე:

ახალი რუსული ემბარგო - კოლაფსი თუ ისტორიული შანსი?


ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში აღარ უშვებენ



სხვა სიახლეები