• Ƀ/$

კრისტინ ლაგარდი : გლობალური ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა

24 ივნისი 17:05 | ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ხედავს სერიოზულ რისკებს გლობალური ეკონომიკისთვის, რომელიც სავაჭრო დაძაბულობის, ვალის დაგროვებისა და გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობისგან გამომდინარეობს.

მისი შეფასებით, აშშ-ჩინეთს შორის ტარიფების ზრდამ, უკანასკნელი ქმედებებისა და განცხადებების გათვალისწინებით, გასული წლის განმავლობაში მიღწეული გლობალური ეკონომიკის მშპ-ს ზრდა 2020 წელს 0.5% -ით ან $455 მლრდ-ით შეიძლება შეამციროს.


ამის შესახებ IMF-ისდირექტორმა კრისტინ ლაგარდიმ Star Biz-თან ინტერვიუში განაცხადა.


„მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციის ნიშნები არსებობს, ვარდნის  რისკები მაინც რჩება",- აღნიშნა მან.


მისი განცხადებით, ოფიციალურმა პირებმა მათ ხელტ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ ზრდის შესანარცუნებლად.


"ერთობლივ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ვაჭრობის, კორპორატიული გადასახადების, ფინანსური რეგულირების რეფორმების, კლიმატის ცვლილებისა და დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ საკითხებში", - განაცხადა მან.


კრისტინ ლაგარდიმ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალის ტვირთი მსოფლიო მასშტაბით მზარდი პრობლემაა.


მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა შიდა შემოსავლების მობილიზებასა და საინვესტიციო პროექტებისთვის.


ვალის საკითხებთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად ლაგარდიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობდა მსოფლიო ბანკთან მულტიპროფილური მიდგომაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის გაუმჯობესებას, ვალის მონაცემთა გამჭვირვალობის გაზრდას, ვალის მართვის შესაძლებლობების გაზრდას და ვალის პოლიტიკის განხილვას .


მსგავს თემაზე:

კრისტინ ლაგარდი: ჩვენი პარტნიორობა მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი



სხვა სიახლეები