• Ƀ/$

Microsoft-ის კაპიტალიზაციამ $1 ტრლნ-ს გადააჭარბა

24 ივნისი 18:57 | ტექნოლოგიები

9 თვიანი პაუზის შემდეგ ტრილიონერთა რბოლა განახლდა. ამჯერად არც Apple და არც Amazon 13 ნიშნა კაპიტალიზაციაზე თავის არსებობის ისტორიაში პირველად Microsoft-იც გავიდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე Microsoft-ის კაპიტალიზაცია $274 მლრდ-ით $780 მლრდ-დან $1.054 ტრლნ-მდე გაიზარდა. მისი თითოეული აქცია ამჟამად $137.65-ად ივაჭრება, მაშინ როცა იანვარში $101 ღირდა. შესაბამისად $103 მლრდ-მდე გაზრდილია კომპანიის დამფუძნებლისა და მთავარი აქციონერის ბილ გეითსის ქონებაც.


ტრილიონიან კაპიტალიზაციას პირველად გასული წლის აგვისტოში Apple-მა მიაღწია, 1 დღით მას Amazon-იც შეუერთდა. დღეს მათი ღირებულებები შემცირებულია და შესაბამისად 917 და 938 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. Google $778 მლრდ-ს სჯერდება.



Microsoft 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეითსმა და პოლ ალენმა დააარსეს. 90-იან წლებში პერსონალური კომპიუტერის პოპულარიზაციის პერიოდში კომპანიის ოპერაციულმა სისტემამ - Windows-მა ზეპოპულარობა მოიპოვა და ბაზრის წილის 80%-იანი წილი დაიკავა.


2018 წელს Microsoft-ის შემოსავალმა $110 მლრდ შეადგინა, საიდანაც წმინდა მოგება $16.5 მლრდ-ს უდრიდა, მისი ჯამური აქტივები $259 მლრდ-ს შეადგენს. კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით 135 000 ადმიანია დასაქმებული.


მსგავს თემაზე:

Microsoft-ის ახალი 4K+ გარჩევადობის მქონე მონობლოკი $4800 ეღირება


ბილ გეითსმა Microsoft-ის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა



სხვა სიახლეები