• Ƀ/$

ჩინეთმა უარი თქვა დაბინძურებულ რუსულ ნავთობზე

25 ივნისი 09:31 | ეკონომიკა

ჩინეთი უარს ამბობს რუსული ნავთობის შეძენაზე, რომელიც მილოსადენ „დრუჟბაში“ ქლორიდებით დაბინძურებული აღმოჩნდა.

ჩინეთის საბაჟო ადგილობრივ კომპანიებს იმ ნავთობის შეძენას უკრძალავს, რომელშიც ქლორიდების შემცველობა რუსულ სტანდარტებს აღემატება. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ვითარებაში გარკვეულ 5 წყაროზე დაყრდნობით წერს.


სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის ზოგიერთ პარტიაში ქლორიდების შემცველობა ნორმას 10–20–ჯერ აღემატებოდა. როიტერის ცნობით, 1 მლნ ტონაზე მეტ რუსულ ნავთობს, რომლის ღირებულება $500 მლნ–ს შეადგენს, დღემდე არ გამოუჩნდა მყიდველი.


სააგენტოს ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ და ნავთობტრეიდერებმა ვითარების კომენტირებისგან თავი შეიკავეს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ როიტერის კითხვებს საერთოდ არ უპასუხა.


მსგავს თემაზე:

პოლონეთმა რუსული ნავთობის ტრანზიტი ცუდი ხარისხის გამო შეწყვიტა


ლუკაშენკო რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს



სხვა სიახლეები