• Ƀ/$

პესკოვმა საქართველოში რუსი ტურისტების შესახებ დამატებითი განცხადება გააკეთა

25 ივნისი 16:17 | ეკონომიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეუძლებელია ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალოს საქართველოში ვიზიტები.

მისივე თქმით, შესაძლებელია მიეცეთ მხოლოდ რეკომენდაციები, ყურადღება გაამახვილონ ამ ქვეყანაში წარმოშობილ საფრთხეებზე.


„საუბარი იმაზეა, რომ ხალხი საქართველოში ვიზიტებს საერთოდ ვერ შეწყვეტს - შეუძლებელია ჩვენ მათ ავუკრძალოთ ვიზიტები ამ სახელმწიფოში და აღნიშნულის განხორციელებას არავინ აპირებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს რეკომენდაციები მივცეთ, აქცენტირება მოახდინონ იმ პირადი უსაფრთხოების საკითხებზე, რომლელებიც ამ დროისთვის საქართველოში შეიძლება არსებობდეს. ამიტომ შესაძლებელია მიღებული იქნას ისეთი ზომები, რომლებიც შეამცირებს ტურისტულ ნაკადებს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პესკოვმა.


პუტინის ტურისტული ემბარგო


მანამდე, 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.


ამის შესახებ ინფორმაცაიას რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" კრემლის საიტზე დაყრდნობის ავრცელებს.


პუტნის განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა.


რუსეთიდან საქართველოში დღე–ღამეში 20–ზე მეტი ავიარეისი სრულდება.


სხვა სიახლეები