• Ƀ/$

ქობულეთის აქციის მონაწილეები რუსი ტურისტების შენარჩუნებაში მთავრობის დახმარებას ითხოვენ

25 ივნისი 16:35 | ეკონომიკა

ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელების აქციის მონაწილეებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა შეხვდა.

ქობულეთში მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისული სიტუაციის გამო დახმარება თხოვეს. მათი თქმით, აჭარაში მცირესასტუმროების უმეტესობა სეზონის განმავლობაში ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.


ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მათ წინაშე მდგარ პრობლემებზე, მათ შორის ტურისტული სეზონისმოლოდინებიდან გამომდინარე აღებულ საბანკო ვალდებულებებზე და ეკონომიკის მინისტრს გაუზიარეს თავიანთი მოთხოვნა, რომ მთავრობამ ხელიშეუწყოს მათ როგორც ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში, ასევე რუსეთიდან ტურისტების შესანარჩუნებლად საქართველოშიჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებაში.


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ხვდება



სხვა სიახლეები