• Ƀ/$

ბიტკოინის ფასმა $12 600-ს გადააჭარბა

26 ივნისი 12:04 | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინი სწრაფ გამყარებას განაგრძობს, ბოლო 24 საათში მისი ფასი 12%-ით გაიზარდა და პირველად 2018 წლის იანვრის შემდეგ ფასმა $12500-ს გადააჭარბა.

ამჟამად ბიტკოინი $12 640 ღირს, რაც მართალია მის მაქსიმალურ ღირებულებაზე 1.5-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 7 თვის წინანდელთან შედარებით 300%-ითაა გაზრდილი. მისი კაპიტალიზაცია $225 მლრდ-ს აღწევს, რაც ჯამური კრიპტობაზრის 62 პროცენტია.


უფრო ნაკლები ტემპით, მაგრამ მაინც გამყარდა სხვა ციფრული ვალუტებიც, მათ შორის ეთერიუმი 6%-ით $333-მდე, რიპლი 2%-ით 47 ცენტამდე. ამავე დროს ლაითკოინი და ესო უმნიშვნელოდ გაუფასურდა.


ჯამური კრიპტოკაპიტალიზაცია ამჟამად $363 მლრდ-ს აღწევს, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, მაგრამ 2018 წლის იანვრის მაქსიმალურ მაჩვენებელზე 2.3-ჯერ ნაკლებია.


სხვა სიახლეები