• Ƀ/$

ტურისტების მოზიდვის მიზნით აქცენტი ევროპის ქვეყნებზე გაკეთდება

26 ივნისი 13:24 | ეკონომიკა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე, მთავრობა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქართული ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით. ნათია თურნავას თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებაც არის ჩვენი პრიორიტეტი.


„რამდენიმე დღეა ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან - მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან,  ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოში ჩამოდის 50-ზე მეტი  ქვეყნის ტურისტი, არცერთ ქვეყანას არ აქვს დომინირებული როლი, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი - ეს არის ჩვენი ტურისტული ბაზრის 25%“. იმედი გვაქვს, შევარბილებთ ტურისტულ ბიზნესზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ნეგატიურ გავლენებს“, -  განაცხადა ნათია თურნავამ.


სხვა სიახლეები