• Ƀ/$

აშშ-ს საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა

26 ივნისი 18:19 | ეკონომიკა

ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა და $22 ტრლნ-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

 

ამერიკის სახელმწიფო ვალი 2049 წლისთვის შესაძლოა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 144% -ს გაუტოლდეს. ამის შესახებ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშშია ნათქვამი.


ამერიკის საგარეო ვალი ყოველწუთიერად დაახლოებით $2მლნ-ით იზრდება, საშუალოდ ერთ ამერიკელ მოქალაქეზე ქვეყნის ფინანსური ვალდებულებებიდან $50 000-ზე მეტი მოდის.


დონალდ ტრამპი აღნიშნულით შეშფოტებული არ არის, თუმცა ექსპერტების აზრით, ამერიკის სახელმწიფო ვალი ფინანსურ პირამიდას ჰგავს და თუ ქვეყნები დაიწყებენ მის ამოღებას, ეს ქვეყანაზე აუცილებლად ცუდად აისახება.


კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2049 წლისთვის "უპრეცედენტო დონემდე" გაიზრდება და  მშპ-ს 144% -ს მიაღწევს.


"ვალის აღნიშნული მაჩვენებელი იქნება ისტორიაში ყველზე დიდი და ის კიდევ უფრო გაიზრდება. ბიუჯეტის დიდი დეფიციტის პერსპექტივა და საგარეო ვალის ზრდა ქვეყანაში რისკებს ქმნიან და პოლიტიკოსები წინაშე რთულ ამოცანებს აყენებს“, -ნათქვამია ანგარიშში.


გარდა ამისა, არსებობს კიდევ უფრო პესიმისტური პროგნოზები.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გაანგარიშების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2023 წელს უკვე მშპ-ს 117% -მდე გაიზრდება.


 


 


 


 


მსგავს თემაზე:

კრისტინ ლაგარდი : გლობალური ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა



სხვა სიახლეები