• Ƀ/$

ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

26 ივნისი 19:02 | ეკონომიკა

საქართველოს საბანკო სექტორი არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ ბანკირებმა ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მინისტრისა და საბანკოსექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.


"როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც არსებულვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. „ასევეგანვიხილეთ ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროსამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც კონკრეტულნაბიჯებამდე მივალთ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ


"საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისიგანცხადებით, დღეის მდგომარეობით საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა - საგარანტიო სქემის უახლოესმომავალში ამუშავებაზე. „ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში არსებული სიძნელეები დაძლეული იქნება“, - აღნიშნა მან.


 


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ხვდება



სხვა სიახლეები