• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრმა ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება დააანონსა

27 ივნისი 11:06 | ტექნოლოგიები

„ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ,“ - ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.


მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. „ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს,“ - განაცხადა ეკონომიკის  მინისტრმა.


პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი  ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა წელიწადში 5000 ელექტრომობილი იქნება. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა



სხვა სიახლეები