• Ƀ/$

ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულაციები მკაცრდება

27 ივნისი 12:22 | ეკონომიკა

უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდის მოტივით ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი რეგულაციების დანერგვა იგეგმება.

„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც  სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს აკრედიტიაციის მინიჭების ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნული ცენტრი გაზგამანაწილებებელი კომპანიების სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას განახორციელებს და შესაბამის სერტიფიკატებსაც გასცემს.


ნათია თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.


„მეორე მიმართულება, რაზეც ვიმუშავეთ, ეს არის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება ამ დარგში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი მუშაობდა აქტიურად ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კონკრეტულ ფაკულტეტებთან და გვიხარია, რომ დღეს შეგვიძლია მივანიჭოთ აკრედიტაციის მოწმობა აქ არსებულ ცენტრს, რომელიც შემდგომში შეძლებს, რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებზეც   დიდი მოთხოვნა არსებობს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან. სერტიფიკაცია ჩვენთვის დაცვის  მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“ - ეკონომიკის მინისტრმა.


მსგავს თემაზე:

2019 - 20121 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება


ბიზნესომბუდსმენი რეგულაციებს მთავარ გამოწვევად ასახელებს


გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 1.3 მლნ-მდე გაიზრდება



სხვა სიახლეები