• Ƀ/$

ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

27 ივნისი 14:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ტურიზმში არსებული გამოწვევებისდაძლევის საკითხები ნათია თურნავამ ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ძალიანმნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმისინდუსტრიას.


„ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ, როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში - იქნება ესახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმებისამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ


ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ბაზარი, მათ შორისრუსი ტურისტებისთვისაც.


სხვა სიახლეები