• Ƀ/$

Ford ევროპაში 12 000 სამუშაო ადგილს ამცირებს

27 ივნისი 15:37 | კომპანიები

ავტომობილების მწარმოებელი გიგანტი Ford აცხადებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ევროპაში 12 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

ის ასევე აპირებს გააუქმოს ხუთი ევროპული საწარმო, მათ შორის Bridgend-ის ძრავის ქარხანა უელსში, ხოლო სხვები გაყიდოს.


ევროპის მასშტაბით Ford-ში ამჟამად 51 000 ადამიანი მუშაობს.


"თანამშრომლების შემცირება და სწარმოების დახურვა არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რაც მიგვიღია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს ყოფილ დასაქმებულოებს, რათა მათ გათავისუფლებით გამოწვეული სიძნელეები შევუმსუბუქოთ“,-  განაცხადა ევროპაში Ford-ის პრეზიდენტმა სტიუარტ როულიმ.


მსგავს თემაზე:

FORD 7000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს


Ford-ის ძრავის ქარხანა უელსში 2020 წელს დაიხურება



სხვა სიახლეები