• Ƀ/$

ირაკლი კოვზანაძე - წელს ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება

27 ივნისი 16:46 | ეკონომიკა

2019 წლის 5 თვეში საქართველოში ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე.

„ინფლაციამ უკვე 4.7% შეადგინა, ნაცვლად მიზნობრივი 3%-სა. წელს უკვე დაფიქსირდა ლარის რეკორდულად დაბალი კურსი მისი 24-წლიანი არსებობის მანძილზე. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, და ეს კანონის მოთხოვნაა, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


სხვა სიახლეები