• Ƀ/$

დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მონაწილეობს

27 ივნისი 18:45 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების არაფორმალურმინისტერიალში მონაწილებს, რომელიც ავსტრიაში მიმდინარეობს.
 

შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით გაიმართება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრთა გაერთიანებული სესია, რომელზეც განიხილება „სუფთაენერგეტიკული პაკეტის“ (Clean Energy Package) 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებით განპირობებული გამოწვევები. კიდევ ერთი სესია დაეთმობაენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვას.


შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია2016 წლიდან.


სხვა სიახლეები