• Ƀ/$

თბილისის მეტროს მგზავრთნაკადი 150 მლნ-ს აღწევს

28 ივნისი 15:14 | ანალიტიკა

თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა და ის დღემდე რჩება გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე იაფ, სწრაფ, ეკოლოგიურ და უსაფრთხო ტრანსპორტად, მგზავრთნაკადი კი სისტემატურად იზრდება.

53 წლის წინ, 1966 წლის 11 იანვარს თბილისში საბჭოთა კავშირში მე-4 და მსოფლიოში 32-ე მეტროს ხაზი გაიხსნა. 13 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში მეორე ხაზიც შევიდა. ამჟამად სისტემაში სულ 23 სადგურია, 16 პირველ ხაზზე, 7 მეორეზე. მგზავრთნაკადი ყოველდღიურად 400-420 ათასს შეადგენს, რაც წლიურად 150 მლნ-ს აღწევს. დატვირთვა ბოლო 5 წელიწადში დაახლოებით 25%-ით გაიზარდა და ახლო მომავალში ზრდის ტენდენციის შენარჩუნებაა ნავარაუდევი.


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეტროს სისტემას მხოლოდ 2 სადგური დაემატა, ორივე მეორე ხაზზე, 2000 წელს „ვაჟა ფშაველა“ და 2017 წელს „უნივერსიტეტი.“


ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაგეგმილი იყო მესამე და მეოთხე ხაზების მშენებლობა რომელთაც ვაზისუვანი, ლილო, ვაკე და დიღომი უნდა მოეცვა, მაგრამ უსახსრობის გამო პროექტი ვერ განხორციელდა, თუმცა უკვე დღეს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით გაჩნდა ახალი იდეა, რომელიც მეტროს ხაზის მიყვანას ლილომდე და რუსთავამდე ითვალისწინებს, ამ ეტაპზე ტენდერი მხოლოდ პროექტის კვლევით სამუშაოებზეა გამოცხადებული, პერსპექტივაში განიხილება დიღმისა და დიდი დიღმის მიმართულებაც. იმის გათვალისწინებით, რომ გვირაბის ჯერ გაყვანა და შემდეგ მოვლა პატრონობა მეტროს მშენებლობაში ყველაზე ძვირ კომპონენტს წარმოადგენს, მიწისზედა მეტრომ ხარჯები უნდა დაზოგოს, თუმცა ის მაინც უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე  ავტობუსი. მაგრამ მიწისზედა მეტროც კი თამნაბარი რაოდენობის მგზავრის გადასაყვანად ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ავტობუსები.


მგზავრობის ღირებულების სდანდარტული ტარიფი 50 თეთრია, სტუდენტებისთვის, პენსიონრებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და მოსწავლეებისთვის მოქმედებს შეღავათიანი 20, 10 და 0 თეთრიანი ტარიფები.


1-ლი ივლისიდან სავენტილიაციო სისტემისა და ძალოვანი კაბელის გამოცვლის მიზნით იგეგმება მეტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 2020 წლის 1-ელ ივლისამდე მეტროს მუშაობის გრაფიკი 1 საათით მცირდება და ნაცვლად 06-00-ის 06-23 საათებში იმუშავებს.


მსგავს თემაზე:

„სისტრას“ კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება


ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს


თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება



სხვა სიახლეები