• Ƀ/$

Lightyear- ის "მზის მანქანა" 725 კმ-ს დაფარავს

28 ივნისი 16:49 | კომპანიები

Lightyear- მა მზის ენერგიაზე  მომუშავე ავტომობილის, Lightyear One- ის პირველი პროტოტიპი გამოუშვა.  

 


მწარმოებლის განცხადებით, მანქანას სრული დამუხტვის დროს 450 მილის ანუ 725 კმ-ის გავლა შეუძლია. ავტომობილის სახურავი და ზედაპირი 5 კვ მ-ის მზის პანელითაა დაფარული.


Lightyear-ის ახალი ავტომობილის ბატარეა ტრადიციულ მოდელებზე 20%-ით ეფექტურია. გარდა ამისა, მისი დატენვა ელექტროენერგიითაც არის შესაძლებელი.


მომხმარებელს მისი შეძენა 2021 წლისან შეეძლება. ავტომობილის რეზერვაციის ფასი $135 000, ხოლო პირდაპირი შეძენისას $170 000 იქნება.


მზის პანელები ავტომობილის სახურავზე სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის სიმცირის გამო, ავტომობილის გარბენი მხოლოდ 6-7 კმ-ით იზრდებოდა. ნიდერლანდური კომპანია Lightyear კი ამ მაჩვენებლის 725 კმ-მდე ზრდის.


თავად სახელი Lightyear-იც (სინათლის წელი) შემთხვევითი არ არის. სინათლე ბუნებაში ყველაზე სწრაფია. წამში - 300 ათასს, ხოლო წელიწადში 9.46 ტრილიონ კილომეტრს ფარავს.


სხვა სიახლეები