• Ƀ/$

National Geographic-ს პარტნიორობას ქართული და ამერიკული ტუროპერატორები გაუწევენ

1 ივლისი 12:58 | ეკონომიკა

საქართველოში ტურისტული მომსახურების გასაწევად National Geographic-ს პარტნიორობას ტუროპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ია თაბაგარი კომპანია "MIR Corporation" - ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი დუგლას გრეიმსი გაუწევენ. 

"ჩვენ რამდენიმე წელია, რაც ჩამოგვყავს ტურისტები საქართველოში აშშ-დან და ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას. ამჯერად, National Geographic-თან ერთად, ვიწყებთ სამოგზაურო პროგრამას, რომლის ძირითადი სამიზნე ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ ისეთი ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული ტურიზმით," - განაცხადა დუგლას გრეიმსმა. მისი თქმით, მისი კომპანია თანამშრომლობს ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტთან, ამდენად, მუშაობა წარიმართება ისეთი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც საგანმანათლებლო მოგზაურობით არიან დაინტერესებული.


"ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, რომელთაც აქვთ საკმარისი დრო და შემოსავალი, რადგან ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველო საკმაოდ შორია. ამავე დროს, ასეთი ტურისტები გამოცდილი მოგზაურები არიან. ისინი მსგავს ტურებში ბევრ ქვეყანაში არიან ნამყოფნი," - განაცხადა MIR Corporation" - ის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა დუგლას გრაიმსმა.


მსგავს თემაზე:

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორი გახდა


“National Geographic”-ის კონფერენციაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინეს


ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ტუროპერატორის წამომადგენელთან ტურისტების მოზიდვის გზები განიხილა



სხვა სიახლეები