• Ƀ/$

TANAP-ის საოპერაციო კომპანიაში BP შესვლას გეგმავს

1 ივლისი 14:23 | ეკონომიკა

კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმმა“ (BP) ტრანს-ანატოლიის გაზსადენის (TANAP) საექსპლუატაციო პროცესში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი განაცხადი გააკეთა.

პროექტის ორი პარტნიორი, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) და თურქული გაზის კომპანია (BOTAS), პარიტეტულ საფუძველზე გაზსადენის ერთობლივი საწარმოო ოპერატორის შექმნაზე შეთანხმდნენ.


შეთანხმების მიხედვით, TANAP-ის სტრუქტურა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საოპერაციო კომპანიის მსგავსი უნდა იყოს.


BP ცოტახნის წინ ჩაერთო პროცესში და ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი იქნება მისი მონაწილეობის წილი და ვისი აქციების ხარჯზე, SOCAR ან BOTAS - რომელთან ერთად აპირებს კომპანიაში მონაწილეობას.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები ამ საკითხს განიხილავენ.


გაზსადენ TANAP-ის გამოყენებით, თურქეთისთვის გაზის მიწოდების პირველი ფაზა 2018 წლის ივნისიდან დაიწყო.


TANAP უკვე მზადაა ევროპას საწვავი მიაწოდოს ტრანს-ადრიატიკის გაზსადენ TAP-ის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ჩაეშვება ექსპლუატაციაში. აღნიშნული კი მომდევნო წლისთვის არის ნავარაუდევი.


TANAP გაზის სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ დენიზ 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპას მიაწვდის. მისი სიგრძე 1,85 ათასი კილომეტრია, გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მლრდ კბ/მ – გაორმაგების პოტენციალით. პროექტის ღირებულებაა დაახლოებით $7 მლრდ–ს შეადგენს.


TANAP-ის აქციონერებს წარმოადგენენ SGC (51%), Socar Turkiye Enerji (7%), BOTAS (30%) და BP (12%).


სხვა სიახლეები