• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე, ჩინეთში დალიანის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

2 ივლისი 12:59 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა გახსნეს.


მანამდე პრემიერმა ლი კეციანმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა.


დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე შევედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე და საინვესტიციო გარემოზე ესაუბრება. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში დღეს სრულდება.


მსგავს თემაზე:

როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?


ჩინეთმა უარი თქვა დაბინძურებულ რუსულ ნავთობზე


ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემიდან 22 წელი გავიდა



სხვა სიახლეები