• Ƀ/$

ტურისტების რაოდენობამ 6 თვეში 2.127 მლნ-მდე გაიზარდა

2 ივლისი 18:35 | ეკონომიკა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2019 წლის იანვარი-ივნისში 2.127 მლნ შეადგინა, რაც 193 ათასით მეტია 2018 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%.

6 თვეში საქართველოში 3.862 მლნ საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.


რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს,  საქართველოში  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  472 ათასი შეადგინა, რაც 72 ათას-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე - ზრდა +18%.


ივნისში  საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 874 ათასი შეადგინა-ზრდა +20.2%.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო  +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი  (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა.


ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მაისი მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ა.


მსგავს თემაზე:

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 თვეში $1 მლრდ-ს გადააჭარბა


კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა



სხვა სიახლეები