• Ƀ/$

Tesla Model 3 გაყიდვების ახალ რეკორდს ხსნის

3 ივლისი 11:15 | ტექნოლოგიები

Tesla Model 3-ის გაყიდვები შენელებული ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება. ივნისში სულ 20 550 მოდელი გაიყიდა, რაც დეკემბერთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია, მაგრამ მაისის მაჩვენებელს 7500-ით აღემატება.

2019 წლის II კვარტალში Tesla Model 3-ის ჯამურმა გაყიდვებმა აშშ-ში და მის საზღვრებს გარეთ 77 550-ს მიაღწია, რაც გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 14 000-ით მეტია, შედეგად რეკორდიც მოხსნილია. პირვველი 6 თვის ჯამურმა გაყიდვებმა 128 000-ს მიაღწია, რაც 100 000-ით მეტია ვიდრე გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, მაგრამ ჩამორჩება პროგნოზირებულ მაჩვენებელს. 2019 წელს წელს დაგეგმილი იყო 500 000 Model 3-ის რელიზება. გეგმის შესრულების ალბათობა დღეს უკვე მიზერულია.


Model 3-ისგან განსხვავებით შემცირებულია Model S-ისა და Model X-ის რეალიზაცია. რადგან ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვნად აღემატება კომფორტსა და 1 დამუხტვაზე გავლილ მანძილთა შორის სხვაობას მთელი აქცენტი სწორედ Model 3-ზეა გადატანილი, მის ძირითად ბაზრად კვლავ აშშ რჩება, თუმცა დაინტერესება იზრდება ევროპაშიც, განსაკუთრებით კი ნორვეგიაში სადაც Tesla-ს მთელი გაყიდვების 14% მოდის.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


BMW-ს ელექტრომანქანისთვის ხმა ჰანს ციმერმა დაწერა



სხვა სიახლეები