• Ƀ/$

FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს

3 ივლისი 11:34 | ეკონომიკა

2019 წლის 2-3 ივლისს, FAO-მ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა

GIAHშ-ის პროგრამების რეგიონის მასშტაბით დანერგვა ხელს შეუწყობს, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის
გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების პროცესში. FAO-ს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის რეგიონალურ პროგრამაზე
პასუხისმგებელი პირის, ტანია სანტივანეზის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ერთ-ერთი საშუალებაა ქვეყნები წარმატებით გაუმკლავდნენ იმ სასოფლო-სამეურნეო გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო იზრდება.


"ეს უნიკალური ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემები წარმოადგენენ სოფლის მდგრადი მეურნეობის მოდელებს, რომლებმაც გაუძლეს კლიმატის ცვლილებებს” - განაცხადა სანტივანეზმა.


GIAHშ-ის პროგრამა ემყარება თემთა რთულ და კომპლექსურ ურთიერთობას მათ კულტურულ, სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტთან, ისევე როგორც ბიოფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან. ეს თემები ინახავენ საუკუნეების მანძილზე ნაგროვებ გამოცდილებას, რის შედეგადაც შეიქმნა გამძლე ეკოსისტემები, რითიც მათმა სასოფლო სამეურნეო საქმიანობამ გაუძლო კლიმატის ცვლილებების დამანგრეველ ეფექტს. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკის გამოყენება რეგიონის სხვდასხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. ამ პრაქტიკისათვის ამჟამად, შერჩეულია ევროპისა და ცენტრალური აზიის ექვსი ადგილი (ორი იტალიაში, სამი ესპანეთში და ერთი პორტუგალიაში)სადაც GIAHშ პროგრამის განხორციელება დაიწყება.


დიალოგის კიდევ ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონალური ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის
ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. GIAHშ-ის დიალოგში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის
და ტაჯიკეთის წარმომადგენლებმა.


მსგავს თემაზე:

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა


FAO-ს ახალი ინიციატივით სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელი უნდა შეიქმნას



სხვა სიახლეები