• Ƀ/$

გენადი არველაძე: "ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა"

3 ივლისი 14:25 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ანტიდემპინგური კანონმდებლობიშესახებ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნა. გენადი არველაძის განცხადებით, უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს.


„ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივიინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ვერ ვახდენდითგამოძიებას, დადგენას, თუ რამდენად დემპინგური იყო ფასები, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ხორციელდებოდა“, - აღნიშნა გენადი არველძემ.


კანონპროექტის მიხედვით, ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და შემდეგ ოთხ თვეში ამოქმედდება, რაც მისი ინფორმაციით, შესაბამის სტრუქტურებს სრულფასოვანი მოძიების საშუალებას მისცემს, თუ რამდენად იყო დემპინგი.


„შედეგად, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთგადაწყვეტილებები და ის ღონისძიებები გავატაროთ, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.


 


მსგავს თემაზე:

ანტიდემპინგური კანონის აუცილებლობა და საფრთხეები


ანტიდემპინგური კანონი იანვრიდან ამოქმედდება



სხვა სიახლეები