• Ƀ/$

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

3 ივლისი 15:13 | ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდასაჭერად 9 მლნ. ფუნტ სტერლინგს ($11,4 მლნ.) გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.

„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ ვააქტიურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებელ მედია-საშუალებებზე, ახალი პროექტების დახმარებით, რომლის რირებულება 9 მლნ. ფუნტია. აღნიშნული გაამყარებს საზოგადოების პოტენციალს წინააღმდეგობა გაუწიოს სფეროში არსებულ დეზინფორმაციას და აამაღლოს მთავრობის ანგარიშვალდებულება იმის ხარჯზე, რომ უკრაინასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში განვითარდეს დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროები“ - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ტარიქ აჰმადმა, უკრაინის რეფორმებთან დაკავშირებით, კანადაში სამშაბათს გამართულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე.


სწორედ აჰმადმა გააჟღერა ოფიციალური ლონდონის მხრიდან, უკრაინულ მედია-საშუალებების მხარდაჭერის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა სამ წელზეა გათვლილი.


როგორც ივარაუდება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობას, რომელიც კანადაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.


ბრიტანელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკანასკნელი 5 წლის მანზილზე იმაზე მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ეს 23 წლის მანძილზე ერთად. მისი სიტყვებით, ლონდონში თვლიან, რომ კიევს ახლა მართებს შესაბამისი ძალების მობილიზება მიმართოს „ფუნდამენტური რეფორმების“ განხორციელებისკენ. პირველ რიგში ეს ეხება სასამართლოს სისტემის რეფორმას, მეორე რიგში - „კარგად მოფიქრებულ პრივატიზაციის პროგრამას“, მესამე მონოპოლიის ლიკვიდირებისკენ მიმართულ შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას, მეოთხე - მედიისთვის საკუთრების რეფორმის განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი და მიუკერძოებელი პრესის ფუნქციონირებას.


გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისში (foreign and commonwealth office) აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი და კანადა, უკრაინაში ზირითადი საზოგადოებრივი რეფორმების აქტიურ მხარდაჭერებად რჩებიან და ოფიციალური კიევისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან და სხვა დონორებთან იმ მიზნით, რომ დაგეგმილი რეფორმები საბოლოოდ შესრულდეს.


უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიციალური ლონდონი მზადაა შემდგომ წელს უკრაინის რეფორმების მხარდაჭერისთვის 37 მლნ. ფუნტი ($47 მლნ.) გამოყოს, მათ შორის თავდაცვის, მშვიდობის აღდგენის, კორუფციასთან ბრძოლის, ჰუმანიტარული საქმიანობის და ქალთა უფლებების ამაღლების სფეროებში.


სხვა სიახლეები