• Ƀ/$

ნათია თურნავა იმერეთში მცირე ტიპის სასტუმროების მესაკუთრეებს ხვდება

3 ივლისი 15:31 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ნათია თურნავაამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორაისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე.


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ხვდება


ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა



სხვა სიახლეები