• Ƀ/$

"ოქროსი სიის" შეღავათის გაუქმება შესაძლოა გადაიხედოს

4 ივლისი 12:49 | ეკონომიკა

10 ბიზნესგაერთიანება ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიზნეს სექტორი მთავრობისგან "ოქროს სიის" მთავარი შეღავათის გაუქმების გადახედვას ელოდება.

"დღეს მივიღეთ ფინანსთა სამინისტროს ოფიცალური განმარტება საბაჟო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარ არგუმენტად მოყვანილია ბიზნესსუბიექტების გათანაბრება. ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას.


ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, რომ ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არა ერთი კომპანიისთვის. აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ
მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და
ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.


განცხადების ავტორი 10 ბიზნესგაერთიანების სია ასეთია :


1. გადასახადის გადამხდელთა კავშირი
2. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
3. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
4. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
5. საერთაშორისო სავაჭრო პალატა
6. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
7. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
8. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
9. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია
10. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია


სხვა სიახლეები